გუკა რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზე იყო დაბარებული. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, მას თბილისის პროკურატურაში 13:00 საათზე ელოდებიან.
“დღეს პროკურატურაში პირველ საათზე ვარ დაბარებული “მაგნოლიას” საკითხთან დაკავშირებით. პროკურატურაში ჩემს გარდა, გუკაც არის 11:00 საათზე დაბარებული, თუმცა მოვა თუ არა, არ ვიცი. გუშინ “მესიჯები” მივწერეთ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვნახეთ, წარმოდგენა არ მაქვს, მოვა თუ არა.
ჩვენება უნდა მივცე, შეიძლება, დამიჭირონ კიდეც, აქ მოლოდინი ყველაფრის უნდა გქონდეს”,- განაცხადა “პირWელთან” მაია რჩეულიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, ცენტრ-პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და კომპანიის გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს.