შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლისსარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა– წარმატებით განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ბილიკის რეაბილიტაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 12 კვირაშიგანხორციელდა.
„გუშინ გაიხსნა განახლებული ასაფრენ დასაფრენი ზოლი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში და ეს არის კიდევ ერთი განახლებული ინფრასტრუქტურათბილისის აეროპორტში. 70 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა ინვესტორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თვითონ ზოლის განახლება მიმდინარეობდააეროპორტის ოპერირების დროს, რაც ძალიან იშვიათი პრეცედენტია და უნიკალურიგამოცდილება შეიძინა ჩვენმა აეროპორტმა ამ მიმართულებით. 12 კვირის განმავლობაშიდასრულდა სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავაანონსეთ, რომ დაიწყო ახალიტერმინალის მშენებლობა. ასე რომ, თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფროდა უფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი იმ მზარდი ტურისტული ნაკადისა, რომელიცდღეს საქართველოში შეიმჩნევა. ასევე ახალი ავიარეისები ემატება თბილისის საერთაშორისოაეროპორტს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია,“–განაცხადა გიორგიკვირიკაშვილმა.