13664727_996216000496122_714085215_nუმაღლესი კლასის ავტომობილები, წამებში გავლილი ურთულესი გზები, ავტოსამყაროს მოყვარულთა შეძახილები, ადრენალინი, არაპროგნოზირებადი შედეგები – ეს ფორმულა ერთია. პატარაობიდან რაღაც დიდებულად აღვიქვამდი, მაშინ ჯერ ნანახიც არ მქონდა, „დიდი კაცებისგან“ გამეგონა. როცა პირველად ვუყრუე, ეკრანიდან გავხდი ამ ყველაფრის მონაწილე, მივხვდი ჩემს ცხოვრებაში რაღაცამ დიდი ადგილი დაიკავა და წინ მაგარი თავგადასავალი მელოდა.

ნელ-ნელა დავიწყე შესწავლა, ბევრ კითხვას ვსვამდი. გავარკვიე, რომ ფორმულა ერთში ჯგუფებით ასპარეზობენ, ავტომობილებს კი ისე არჩევენ და უვლიან, როგორც მარგალიტებს. აქ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. თუმცა, მთელი გუნდის ბედი თუ უბედურება მაინც ავტომრბოლელზეა დამოკიდებული.

დღეს ვისზეც უნდა ვისაუბრო, ალბათ მის ბიოგრაფიას ასე დავიწყებდი – „ბავშვობიდან გატაცებული იყო ავტომობილებით“, თუმცა, გადავიფიქრე – ფორმულა ერთის ყველა მონაწილე აუცილებლად ბავშვობიდანვე ჩაჰყურებდა, შლიდა და აწყობდა სათამაშო მანქანებს, მაგრამ ეპოქას ყველა მათგანის სახელი ვერ დაერქვა.

ფორმულა ერთის სამ გზის ჩემპიონი, ავსტრიელი, ნიკი ლაუდა, პირველად ასპარეზზე 1968 წელს გამოდის და მეორე ადგილს იკავებს. მისი წარმატების მიუხედავად, მდიდარი ოჯახი ეწინააღმდეგება ლაუდას ავტორბოლით გატაცებას, თუმცა, იგი, 1974 წელს, მაინც უერთდება „ფერარის“ გუნდს, აბანდებს კაპიტალს და მთელი ყურადღება რბოლისკენ გადააქვს. წარმატებაც არ აყოვნებს – იგი, 1975, პირველად ხდება „ფორმულა 1 – ის ჩემპიონი. „ფერარის“ გუნდს, იმ დროსითვის, როდესაც მას ლაუდა შეუერთდა, საკმაოდ დიდი რეპუტაცია ჰქონდა, თუმცა „ფორმულა 1-ის“ ჩემპიონის ტიტული 1964 წლიდან არ ჰქონდა აწეული. ლაუდამ, მისი გუნდში მისვლიდან ერთი წლის შემდეგ, შეძლო მოპოვებული ტიტულებით „ფერარის“ ჩემპოინთა ცხრილში მეორე ადგილას გაყვანა. აქედან მან როგორც საკუთარი, ისე გუნდის, ახალი ისტორიის შექმნა დაიწყო.

მეორედ „ფორმულა 1-ის“ ჩემპიონის ტიტულის აწევამდე ( 1977წ) ნიკი ლაუდა 1976 წელს  German Grand Prix ელოდა. ეს რბოლა ცნობილი დიდი ტრაგედიით გახდა, რომელიც თავს ჩვენს მრბოლელს დაატყდა. საყურადღბოა ის ფაქტი, რომ ნიკი ლაუდა იყო სი მრბოლელი, რომელიც უამინდობის გამო ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზაზე უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებაზე საუბრობდა, თუმცა, მონაწილეთა „გაბედულმა, გონიერმა“ გადაწყვეტილებამ, ისტორია სწორედ ამ ადამიანისთვის შემოატრიალა.

1 აგვისტოს, რბოლის დროს, ნიკი ლაუდა „ფერარით“ ეჯახება „ფორდ – სეტისს“. ლაუდა ალის ხაფანგში ხვდება და, მიუხედავად მრბოლელების და დამხმარეების სწრაფი რეაგირებისა, სხეულის რთულ დამწვრობას, ფილტვებისა და სხვა ორგანოების დაზიანებას იღებს.

ამას მოჰყვა ხანგრძლივი, რთული სამკურნალო პროცედურები, რომლის დროსაც ტკივილს ჩემპიონი კვლავ რბოლების ყურებით უმკლავდებოდა.

ტრაგედიას ლაუდასთვის გამარჯვებისა და რბოლის წყურვილი არ დაუკარგავს. 6 კვირის შემდეგ იგი იაპონიაში უერთდება ავტორბოლას, თუმცა, უამინდობის, სველი ზედაპირისა და საფრთხის გამო, ამჯერად აღარ რისკავს და ჩემპიონი ჯეიმს ჰანტი ხდება, რომელიც ლაუდას მთავარი კონკურენტი იყო ამ წლების განმავლობაში. რისკის, საფრთხის და გართობის მოყვარული ჰანტი ჩემპიონს ღირსეულ მეტოქეობას უწევდა. სუბიექტური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ შესაძლოა ჩემპიონი ბევრჯერ გამხდარიყო და ამ ეპოქის მთავარი გმირიც სწორედ ის ყოფილიყო, თუ ნიკი ლაუდა „ფორმულა 1-ში“ არ იარსებებდა.

1977 წელს ჩემი ბლოგის გმირი მეორედ ეუფლება „ფორმულა 1-ის“ ჩემპიონის ტიტულს – ღირსეული დაბრუნება, გულშემატკივრების ოვაციები – დიდების მწვერვალზე კვლავ ჩემპიონი ნიკი ლაუდაა.

1979 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, ავსტრიელი ტოვებს „ფორმულა 1-ს“ და ავიაციით ხდება გატაცებული.

თუმცა, ამით ისტორია არ მთავრდება.  1982 წელს, მაკლარენის, სავარუდოდ, 5 მლნ-იან შემოთვაზებაზე ლაუდა უარს არ ამბობს და რბოლას უბრუნდება. დაბრუნებიდან 2 წლის შემდეგ იგი მესამედ ხდება „ფორმულა 1-ის“ ჩემპიონი, რითიც ასრულებს ტვის გენიალურ, განსხვავებულ, საინტერესო კარიერას.

მარიამ ტაკაშვილი

მარიამი

Please follow and like us: