სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილზე სოციალურ ქსელში წერს.
“რამდენიმე ფაქტი ვლაქერნობის დღესასწაულიდან, რომელიც ამტკიცებს რომ საუკეთესოპრემიერი გვყავს
დღეს, ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვის დროს, ტაძარში ვიღაც პატარა ბიჭიმოწყალებას ითხოვდა. პრემიერი ნახა, იცნო მაგრამ შერცხვა და ახლოს არ მისულა. პრემიერმაც შეამჩნია, მასთან მისვლა სთხოვა, პატარას შერცხვა და დაიმალა, მთელიტაძრის კუთხე-კუნჭულებში ეძებდა პრემიერი ამ ბავშვს. იპოვა, მოეფერა და ფული აჩუქა. ამ პატარამ გარეთ გასვლის შემდეგ სხვა მეგობრები მოიყვანა ვინც ასევე მოწყალებასითხოვდნენ პრემიერმა თითოეულ მათგანს ყურადღება მაიქცია.
ეს არ ყოფილა ერთი ფაქტი, რამაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა. ტაძარში ძალიანბევრი ხალხი იყო, ტევა არ იყო, პრემიერისა და მინისტრების წინ ადგილი მეტნაკლებადცარიელი იყო. ტაძარში სპეციალური სივრცე ჰქონდათ გამოყოფილი, სადაცხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მდგარიყვნენ. პრემიერმა ჩაილაპარაკა ხალხი აქეთ გადმოვიყვანოთო, შემდეგ თვითონ მივიდა მრევლთან და უთხრა გადმოეწიათ. ესყველაფერი ძალიან უბრალოდ, სადად ხდებოდა, კამერების გარეშე.
ფაქტი მესამე, რამაც მეტად დამარწმუნა, რომ პრემიერი ძალიან კეთილშობილი ადამიანია. 7-8 წლის ბიჭუნას, რომელიც ტაძრის ეზოში მოწყალებას ითხოვდა გზის პირას ჩასძინებია, უცებ რომ შეხედავდი გულწასული გეგონებოდა. ძალიან ბევრმა მომლოცველმა აუარაგვერდი არც კი შეუხედიათ, ძალიან ბევრმა ზედაც გადაუარა. პრემიერმა ბავშვი შენიშნა, მასთან მივიდა, წამოაყენა, კითხა “ხომ კარგად ხარ, რამე ხომა არ გჭირსო” და სანამ არდარწმუნდა რომ ყველაფერი კარგად იყო არ გაცლია.
კიდევ ერთი ამბავი რომელიც მე შევამჩნიე და კიდევ ერთხელ დამარწმუნა პრემიერისუბრალოებაში – უამრავი ხალხი იყო, ყველა ტაძარში შესვლას ცდილობდა,ხლხმრავლობაში რამდენიმე ქალბატონი წაიქცა, პრემიერმა შეამჩნია და თითოეულიმათგანი წამოაყენა. ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ძალიან ბევრი ადამიანი მივიდამასთან, ყველას დაელაპარაკა, მათი პრობლემები და საჭიროებები მოისმინა,საკონტაქტოები გაცვალა. ეს ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდებოდა.
მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ამბავი კამერებისთვის არ გაკეთებულა. გულრწფელი, ადამიანური რეაქციები იყო. კარგია, რომ ასეთი უბრალო, დინჯი, გაწონასწორებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერი გვყავს”, – წერს პაატა ლაგვილავა.