დღეს, „რედისონ ბლუ ივერიაში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი, ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა თემაზე ,,პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის ძირითადი მიზანი, განათლების დონის ამაღლებაა ეკონომიკისა და ბიზნესის სექტორში, ასევე, მთავრობასა და კერძო სექტორებს შორის აქტიური კომუნიკაციის, თანამშრომლობის მოდელების შექმნაა.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე დელეგატები გაეცნობიან გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის და ავსტრალიის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთობის მოდელებს და გაიზიარებენ მათ გამოცდილებას საქართველოს მდგომარეობის შესაბამისად.
კონფერენცია პირველმა ვიცე – პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ამერიკიის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნეს.
შეხვედრას 350-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი ესწრება.
მარიამ ტაკაშვილი