საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
პრემიერის განცხადებით, ქუთაისის #47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის #48-ე ოლქში – დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის #49-ე ოლქში – კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში – ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში – შალვა კიკნაველიძე, თერჯოლა-ტყიბულში – ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში – პაატა კვიჟინაძე, ვანი-ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში – სულხან მახათაძე, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში კი გია მიქელაძე.