გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში, საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი განათლების საერთაშორისო ცენტრის უფროსის მოადგილე რატი ბრეგაძე იქნება.
“თბილისი თაიმსი” რატი ბრეგაძეს ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა – “ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა ვარ “ქართული ოცნების” წევრი დაფუძნების დღიდან და გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნება ჩემთვის,” – განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, 33 წლის რატი ბრეგაძე წარსულში (2012 – 2015 წწ), საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იყო. ბრეგაძე არის ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი. კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტშიც.