მიუნხენში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს. როგორც ”თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გერმანიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება გერმანულ მხარესთან ინფორმაციის ოპერატიულად მიღების მიზნით.
”ადგილზე მცხოვრები ქართველებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი, 24 საათიან რეჟიმში +491628855303”, – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მიუნხენში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში განხორციელებული სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.