საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყება მკაცრად გმობს 2016 წლის 23 ივლისს ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით დაშავდა.
”საქართველო გმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ყველა გამოვლინებას და მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.