რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.7 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 5.9 მლრდ ლარის (18.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 8.6 პროცენტით მეტი).
2016 წლის ივნისის განმავლობაში 6.7 პროცენტით ანუ 507.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.50 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით შემცირდა.