“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტოს” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 67% მონაწლეობას მიიღებდა. კითხვაზე უარყოფითი პასუხი 33 %-მა დააფიქსირა.
კვლევის თანახმად გამოკითხულთა 57 %-ს არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი არ აქვს. უარი პასუხზე 1%-მა პროცენტმა დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ NDI-ს კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, ამერიკის ეროვნულმა დემოკრატიულმ აინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 4 ათასზე მეტი მოქალაქე გამოკითხა, კვლევის პირველი ნაწილი რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა.