ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას შიდაქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ გორშიწარმოადგენს იოსებ მაკრახიძე, გორის რაიონში თენგიზ ხუბულური, ხაშურში ვალერი გელაშვილი,
ქარელში გიორგი თოთლაძე, კასპში კი ირაკლი მეზურნიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა აგვისტოს ომისგახსენებით დაიწყო და დარუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. „ „ქედს ვიხრი ამ მხარის გმირობის წინაშე, ქედს ვიხრი თითოეულიქთვენგანის წინაშე, უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ და გითხრათ – დღეს რომ ქართლი და მთლიანადსაქართველო ისევ ფეხზე დგას, თქვენი გამძლეობის, თქვენი თავდადებისა და სამშობლოს ერთგულების დამსახურებაა“, – ასე მიმართასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში შეკრებილ მოსახლეობას. „სამწუხაროა, რომ ქართველებს 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიხდასისხლისღვრა საკუთარი მიწისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის და აქაც ქართლმა კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა, კიდევერთხელ შეასრულა მისია, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ქონდა. დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო აგვისტოს ომშიდაღუპულები და კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას. ქედს ვიხრით ყველანი მათი უკვდავი სულების წინაშე“
– განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას . მთავრობის მეთაურმა მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილაყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყანაში ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილებადა მშვიდობის შენარჩუნებაა.
„როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, ჩვენი მიზანი იყო გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და ჩვენ ესმოვახერხეთ. თუმცა საფრთხე არ გამქრალა, დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომშევინარჩუნოთ ეს ძნელად მოპოვებული მშვიდობა. ქართველებს არც წარსულისა და არც მომავლის წინაშე უფლება არა გვაქვს ნაჩქარევადმივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. თუმცა, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიისჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციას და ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის“.-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი დევნილებს გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა მათი საცხოვრებელი პირობებისგაუმჯობესებითვის ძალ-ღონეს არ იშურებს.
„მინდა მივესალმო დევნილებს და მადლობა ვუთხრა მათ გამძლეობისთვის. ჩვენიხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ. ჩვენ ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით ბინადა დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს.
დაგეგმილი გვაქვს, 2017 წელს მთლიანად გადავჭრათ შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა” -განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულმნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზეორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა და მმართველობის ეფექტიანი სისტემა – ეს არის ის, რაც დღესადამიანების ცხოვრებას მაქსიმალურად შეცვლის უკეთესობისაკენ. „ჩვენ ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ საზღვრისპირასოფლებს, განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენსხალხს, რომლებსაც მორალურადაც და ფიზიკურადაც ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა დავუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდზეა“- აღნიშნა მთავრობის მეთარუმა და ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაციასაოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფლებში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშრებით. „საოკუპაციო ზოლთან არსებულ ყველასოფელში, და ასეთია 56 სოფელი, უკვე დასრულდა გაზიფიცირება და დღეისათვის ყველა უზრუნველყოფილია გაზით. ასევე ყველა ესსოფელი გამრიცხველიანებულია. 19 სოფელში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, 2017 წლის ბოლომდე კი ყველა სოფელს ექნება წყალი. 17 სოფელში ავაშენეთ ახალი ამბულატორია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით ამ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებსგანათლების მიღებაში და ვაფინანსებთ სტუდენტების საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლის საფასურს. მინდა გითხრათ, რომ კიდევუფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მორალური ტვირთი ამ სოფლების მოსახლეობას.“ – განაცხადა სიტყვითგამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მომავალსაპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. ’’„ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, და გაიმარჯვებს, როგორცერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ერის კონსოლიდაცია, ქვეყნის სწრაფი განვითარება და ხალხისათვის კეთილდღეობის მოტანა“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. გორში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. “ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი მხარდაჭერის. “მემჯერა 8 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, ეს არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” გამარჯვება ეს იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება.კახა კალაძემ სიტყით გამოსვლისას 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. “რამდენიმე დღეშიისევ გავიხსენებთ 8 აგვისტოს. გორმა ბევრი სისხლი და ტკივილი ნახა და ამიერიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობაა” – განაცხადავიცე-პრემიერმა.