ჩეხეთში მწვანე შუქი აენთო ვადამდელ არჩევნებს, პარლამენტში გუშინ გამართულ კენჭისყრაზე 200 დეპუტადიდან 140-მა მხარი დაუჭირა პარლამენტის დათხოვნას და ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
არჩევნების თარიღი უახლოეს დღეებში დადგინდება, კონკრეტულად კი პრეზიდენტ მილოშ ზემინის მხრიდან პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან პარასკევს დანიშნული შეხვედრების დასრულების შემდეგ.
ჩეხეთში სამთავრობო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი სკანდალი აგორდა უკანონო მოსმენებთან და თვალთვალთან დაკავშირებით, ხოლო უფრო გარღმავდა, როცა პრეზიდენტმა ზემანმა ახალი მთავრობის შექმნა დაავალა არა პარლამეტში უმრავლესობის მქონე პარტიების ლიდერებს, არამედ თავისთან დაახლოებულ ჟირი რუსნოკს და ამიტომაც პარლამენტმა არ დაამტკიცა ამ უკანასკნელის მხრიდან შექმნილი ტექნოკრატების მთავრობა.
22.08.13