პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
1.გლდანში, მე-20 ოლქში, კობა კობალაძე.
2. გლდანში, 21-ე ოლქში, – ლევან კობიაშვილი.
3. გლდანში, 22-ე ოლქში – ლევან კობერიძე.
4. დიდუბეში, მე-15 ოლქში – ზაზა პაპუაშვილი.
5. დიდუბეში, მე-16 ოლქში – ილია წულაია.
6.ვაკეში, მე-2 ოლქში – ბიძინა გეგიძე.
7. ვაკეში, მე-3 ოლქში – ზაზა ხუციშვილი.
8. ისანში, მე-8 ოლქში – ირაკლი აბუსერიძე.
9. ისანში, მე-9 ოლქში – დავით ჭიჭინაძე.
10. ისანში, მე-10 ოლქში – ბექა ნაცვლიშვილი.
11. კრწანისში, მე-7 ოლქში – ბექა ოდიშარია.
12. მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერს.
13. ნაძალადევში, მე-17 ოლქში „ქართული ოცნებიდან’ კენჭს – სოფო კილაძე იყრის.
14. ნაძალადევში, მე-18 ოლქში – მიხეილ ყაველაშვილი.
15. ნაძალადევში, მე-19 ოლქში – ზაზა გაბუნია.
16. საბურთალოზე, მე-4 ოლქში – მამუკა მდინარაძე.
17. საბურთალოზე, მე-5 ოლქში – ნინო გოგუაძე.
18. საბურთალოზე, მე-6 ოლქში – ლევან გოგიჩაიშვილი.
19. სამგორში, მე-11 ოლქში – გიორგი მოსიძე.
20. სამგორში, მე-12 ოლქში – მარიამ ჯაში. 21. სამგორში, მე-13 ოლქში – შოთა ხაბარელი.
22. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში კი – გია ვოლსკი.
„მე მჯერა, რომ თითოეული ჩვენი კანდიდატი მოიპოვებს მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას და დამაჯერებლად გაიმარჯვებს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას“, – განაცხადა პრემიერმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას.