მინდა მოგისმინოთ თქვენ, მოვისმინო რეკომენდაციები ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ დიდიგამოცდილება და კარგად ხედავენ, თუ რა არის გასაკეთებელი, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო გაუადვილდეს მუშაობა,- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ბიზნესმენებს.
გიორგი კვირიკაშვილი დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისშიმან ბიზნესმენებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ქვეყნის სწრაფიგანვითარების კონკრეტული გეგმა, რომელსაც შეუძლია მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნისეკონომიკაში.
“ვფიქრობთ, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას შეუძლია, მოიტანოს ძალიან სერიოზული თვისობრივი ცვლილება ქვეყნის განვითარებაში. არჩეულია ზუსტად ის მიმართულებები, რომლებზეც ფოკუსირება მოგვცემს საშუალებას, ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები მოვიტანოთ ქვეყნისგანვითარებაში. ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროგრამა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცასაკანონმდებლო პაკეტი, რომელის მიხედვითაც, 1 იანვრიდან მოგების გადასახადი უქმდება ქვეყანაში.დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება. ამ პაკეტის თანახმად, ასევე ანგარიშების დაყადაღებასასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი. ესეც მხოლოდ გადაუდებელიაუცილებლობის შემთხვევებში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებებზე, მათ შორის, კომპანიებისშემოწმების ვადის რეგლამენტირებაზე და ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობისგანსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებაზე“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის კომპონენტია „სტარტაპების“ დაფინანსების ნაწილი, რომელიცგაგრძელდება არა მხოლოდ ინოვაციების მხრივ, არამედ სტარტაპების მიმართულებითაც. პრემიერისინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს საპენსიო რეფორმაზე.
“მომავალ წელს ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სამწუხაროდ, ჩვენდამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი დრო დავკარგეთ. ბოლო ორი წლისგანმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ, რათა შეგვემუშავებინა მოდელი მსოფლიო სტანდარტებისდახმარებით და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც აუცილებელი იქნება ამსაპენსიო სისტემის დანერგვისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე. მისი განმარტებით,პროფესიული განათლების მიმართულებით უკვე დაწყებულია გერმანული დუალური განათლების სისტემისდანერგვა, სადაც კერძო სექტორთან ერთად მოხდება კადრების გადამზადება, არა მხოლოდ სტუდენტების,არამედ საშუალო ასაკის ადამიანების, რაც პირდაპირ იმოქმედებს უმუშევრობის შემცირებაზე. მთავრობისმეთაური შეეხო მმართველობით რეფორმას, რაც ერთიანი სახელმწიფო სერვისის შექმნას ითვალისწინებს.
“ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება ერთიანი “ბიზნეს სახლის” გეგმის პრეზენტაცია, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სამინისტროების მომსახურების სერვისები. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ საინვესტიციო საბჭო და კარგი იქნება, თუ მცირე ბიზნესის ერთი წარმომადგენელი მაინც იქნებაჩართული ამ საბჭოს მუშაობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური სიურპრიზები,”-განაცხადაპრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა ქვეყნის სივრცით განვითარებაზე და ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას ხელისულება მომავალი ოთხიწლის განმავლობაში გეგმავს.
“ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი,სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხისმიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი”, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ საჭირო იქნებაპარტნიორობა, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია გზისმშენებლობა ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გვირაბების მეშვეობით.
„უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით,უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქსაჭიროა გვირაბების აშენება. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა ოთხწელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისიგავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში კერძოსექტორის ჩართულობის როლს. მთავრობის მეთაურმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისშეკითხვებს უპასუხა და მოისმინა მათი