erovnuli-bankiსაქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს “კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2016 წლის 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო” – ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე.

ეროვნული ბანკის შეფასებით, კრედიტორთა, მათ შორის, პირველ რიგში დეპოზიტართა მოთხოვნების დაკმაყოფილება სრულად განხორციელდება.

ეროვნული ბანკი ასევე ავრცელებს ბანკის ლიკვიდატორის როინ ცაციაშვილის განცხადებას.

”იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს “კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს” ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია; იურიდიული პირების შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია; უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა”.

(Visited 42 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*