saxliსასტუმრო „რიჩის“ მეპატრონე ზვიად თაბაგარი აცხადებს, რომ ავტობუსის შეჯახებამ სასტუმროს კედელი დააზიანა.

მისი თქმით, შესაძლოა, ავარიის მიზეზი ტრანსპორტის გაუმართაობა იყოს.

სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, რომ შემთხვევა დღეს დილით,  09:20 საათზე მოხდა.

“დილით დამირეკეს თანამშრომლებმა და მითხრეს, რომ ავტობუსი შემოვარდა ეზოში. დაზიანებულია ჩვენი და მეზობლის ღობე. საბედნიეროდ მძიმედ არავინ დაშავებულა. ვფიქრობ, რომ ტრანსპორტის გაუმართაობის ბრალი იყო”, – განაცხადა სასტუმროს მეპატრონემ ზვიად თაბაგარმა.

ისნის რაიონში,  სასტუმრო “რიჩის” კედელს სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ავტობუსში 16 მგზავრი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრმა მცირე დაზიანება მიიღო. დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები