კვირიკამსხვილი ლატვიური კომპანია „FERRUS”-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია „FERRUS”-ის წარმომადგენელთა  შეხვედრაზე აღინიშნა.

ლატვიური კომპანია, რომლის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება  ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, საქართველოში ბიზნესის წარმოებას გეგმავს.

„FERRUS”-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია  კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ხაზი გაესვა ქვეყანაში  არსებულ  ღია, გამჭვირვალე,  ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და მთავრობის ადმინისტრაციისსტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე  დაესწრნენ.

(Visited 53 times, 1 visits today)

კომენტარები