დედა ტერეზაკათოლიკურმა ეკლესიამ დედა ტერეზა წმინდანად შერაცხა. ცერემონია პაპმა ფრანცისკემ რომში წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმარათა. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

დედა ტერეზა ალბანელი კათოლიკე მონაზონი იყო, რომელმაც ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ დააფუძნა და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას მიუძღვნა ინდოეთში.

მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებდნენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული გახდა ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის.

გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*