ქუმსიშვილისაპარტნიორო ფონდისა და ,,სილქ როუდ ჯგუფის“ ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, “რედისონ ბლუ წინანდალი” აშენდება.

30-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის, ოფიციალურ დოკუმენტს დღეს, ალექსანდრე ჭავძავაძის 230-ე საუბილეო ღონისძიებაზე, ხელი მოაწერეს  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და სს “წინანდლის მამულების” დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ.

“რედისონ ბლუ წინანდალი“ პირველი საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმროა კახეთის რეგიონში და მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

დღესვე, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა ჭავჭავაძეების მამულიდან აღდგენილი ღვინოების პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინოები: საფერავი 2014, ქვევრის 2015 და წინანდალი 2015.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, წინანდლი ბაღში გაიმართა კონცერტი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის, პიანისტ მილანა ჩერნავსკას და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით.
ასევე, გაიხსნა იტალიის საელჩოსა და წინანდლის მუზეუმის მიერ ორგანიზებული იტალიური დიზაინის მუხის კასრების უნიკალური ნაკეთობების გამოფენა.

(Visited 149 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*