goriგორის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს.

15-წევრიან საკრებულოში იმპიჩმენტში მონაწილეობა 13-მა დეპუტატმა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას 10-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკრებულოს დეპუტატებმა ილია მეტრეველის იმპიჩმენტი გასულ თვეშიც სცადეს, თუმცა მაშინ დეპუტატებმა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა იმავე დღეს უკან გაიტანეს.

ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია. იგი საკრებულოს თავმჯდომარედ იანვრის თვეში აირჩიეს. მან ასევე იმპიჩმენტის შედეგად გათავისუფლებული პაპუნა კობერიძე შეცვალა.

გორის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს უახლოეს სხდომაზე აირჩევენ.

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები