კომუნიკაციების კომისიადღეს, თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინტერნეტმმართველობის ფორუმი (IGF 2016) გაიხსნება, სადაც ინტერნეტთან  დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილება.

ფორუმს ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე გახსნიან.

ფორუმის ძირითადი საკითხებია: რეგიონების ინტერნეტიზაცია, ელექტრონული მმართველობა, საავტორო უფლებები ინტერნეტში,  პერსონალური მონაცემების დაცვა ონლაინ, ახალი მედიის რეგულაციები ინტერნეტში, ინტერნეტი და ბავშვები, ინტერნეტ დომენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

ღონისძიებას  საერთაშორისო ორგანიზაციების,  სახელმწიფო ინსტიტუციების , კერძო და არასამთავრობო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

ინტერნეტმმართველობის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია ოცდაათამდე სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მარეგულირებელი კომისია, კერძო სექტორი (სატელეკომუნიკაციო კომპანიები), საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები.

ფორუმი ტარდება ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN), RIPENCC-ისა მხარდაჭერით. ღონისძიებას მასპინძლობს და მხარს უჭერს  საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო (GITA)

საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ხელს შეუწყობს 2016 წლისათვის არსებული ყველა აქტუალურისაკითხის შესახებ მრავალმხრივ დიალოგს, მეტ ინფორმირებულობას და ჩართულობას, მისი მთავარი მიზანი გახლავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა ინტერნეტში.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები