კვირიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა, რომელიც, ოფიციალური ვიზიტით, თბილისში იმყოფება.

საუბარი სხვადასხვა სფეროში საქართველო-შვეიცარიის თანამშრომლობას შეეხო. ყურადღებადაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, საქართველოსა და ევროპისთავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელსაც შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისოფიციალური ვიზიტისას მოეწერა ხელი.

მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების ზრდის პერსპექტივაზე.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა შვეიცარიის დახმარების როლი, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით და შვეიცარიის განვითარებისა დათანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისპროცესში.

მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, განათლებისა და მმართველობის სისტემის რეფორმირებას და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გულისხმობს.

შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს წევრი, ევროკავშირისა დაევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტი ტომასაესკი, შვეიცარიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსიკლაუდიო ფიშერი, ხოლო საქართველოს მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარის პირველიმოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავითზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში, ირაკლიყურაშვილი დაესწრნენ.

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*