გიორგაძესაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვაალიერეს.

როგორც ”თბილისი თაიმსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამჟამად სრულდება ტაძრის გაფხვიერებული ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. სამუშაოებისთვის გამოყოფილი წლევანდელი ბიუჯეტი სრულად ათვისებულია. ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2000-იან წლებში ჩატარდა. კედლის ძლიერად დაზიანებული ადგილები ქვის ახალი კვადრებით შეივსო, თუმცა მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარზე ქვის სტრუქტურული დასუსტებით გამოწვეული დაზიანებები კვლავ პროგრესირებს.

”ტაძრის მდებარეობიდან გამომდინარე, მასზე მუდმივად მოქმედებს ქარი და ატმოსფერული ნალექები, რაც ქვის დაშლის პროცესს აჩქარებს. ცოცხალი ორგანიზმები (ბაქტერიები, სოკოები, წყალმცენარეები) ასევე, გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესზე. მასალის ზედაპირებსა და სიღრმეში დასახლებული მიკროორგანიზმების ბიოლოგიური აქტიურობის შედეგად იფიტება და ზიანდება ქვა. შედეგად, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი მუდმივად საჭიროებს რეაბილიტაციას. სწორედ ამიტომ, შესასრულებელი სამუშაოების გაგრძელება 2017 წელსაც იგეგმება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს ეკა პროვალოვას სახელობის მხატვრობის ტექნიკური მეთოდებით კვლევის ცენტრი „ბეთანია“ ნანა კუპრაშვილისა და ალექსანდრე რუბაშვილის ხელმძღვანელობით, კონსულტანტია – იტალიელი რესტავრატორი სტეფანო ვოლტა.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*