margveel“ჩვენი პროგრესი არ იყო სწრაფი, მაგრამ არ შეჩერებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო ”რუმსში” განაცხადა, სადაც ”მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის” და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” მიმდინარეობს.

”მე ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტი იყო წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი პროგრესი არ იყო სწრაფი როგორც ჩვენ გვინდოდა ყოფილიყო, მაგრამ პროგრესი არ შეჩერებულა”, – განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვარშავაში საქართველომ ნაბიჯი წინ გადადგა.

”საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ დაისაჯა თავისი მეზობლის მიერ, რადგან ჰქონდა ორიენტაცია ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ეს არის ტრაგედია საქართველოსთვის და ეს არის დიდი პრობლემა ნატოსთვისაც. თუ თქვენ ხედავთ, რომ თქვენი მეგობრები ისჯებიან იმისთვის, რომ თქვენთან თანამშრომლობენ, ეს ძალიან ავნებს თქვენს იმიჯს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

(Visited 25 times, 1 visits today)

კომენტარები