კვირიკასაქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.  მისი განმარტებით სამაგისტრო პროგრამა „გარემოს დაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ არის ქვეყნის განათლების სისტემისათვის ახალი მიმართულება, რომლის უმთავრესიმიზანია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სფეროში კვალიფიციური კადრებისმომზადება.

„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია გარემოს დაცვა. გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით ეს არის პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხორციელდებასაქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისოთანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით. GIZ–ი აფინანსებს 90%-მდეაღნიშნული  პროგრამის საფასურის. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,“– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

(Visited 6 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*