საგარეო7 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ორპარტიულ რეზოლუციაზე (H.Res. 660) კენჭისყრა.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ არის ინიცირებული, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მ.წ. 14 ივლისს ერთხმად მიიღო.

წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრაზე დღეს რეზოლუციას 31 თანასპონსორი (კონგრესმენმა) წარადგენს, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან.

რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*