stotenbergiსაქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოს წევრობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში.

”ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის აღნიშნული წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას, რომ გააკეთოს არჩევანი, იყოს ალიანსის წევრი ან პირიქით. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება. ამას რეგულარულად ესმება ხაზი ნატო-ს მხრიდან. ნატო-ს კარი ღიაა. მრავალჯერ მოხდა აღნიშნულის დემონსტრირება, მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, რომ მას ნატო-ს გაფართოების აღნიშნული პროცესი არ მოსწონს. ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას. 28-დან 29 წევრის მიმართულებით ვმოძრაობათ, რადგან მონტენეგრო 29-ე წევრი უნდა გახდეს, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო-ს კარი ღიაა გაფართოების მიმართულებით. აღნიშნული ეხება საქართველოსაც. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბუქარესტში და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*