gvinoღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრებისმიმართულებით: ჩინეთი – 184% (3 368 361),  უკრაინა – 75% (3 042 192), ბელარუსი – 47% (667 656), რუსეთი –  45% (14664 610), პოლონეთი – 34% (1 367 960), ესტონეთი – 39% (413 364), ყირგიზეთი – 107% (163 966), აშშ – 10% (171 316)იაპონია – 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი – 65% (67 522), ლატვია 9% (772 926) და სხვა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (14 664 610), ჩინეთი (3 368 361), უკრაინა (3 042192) , ყაზახეთი  (2 287  826 ბოთლი) და პოლონეთი (1 367 960).

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 804 910 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  11,03 მლნ აშშ დოლარის ღირებულების – ზრდა გასულიწლის ანალოგიურ პერიოდთანშედარებით  12%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა დასაბრენდე სპირტის ექსპორტისშედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 108,7  მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 8 თვისმონაცემებით, ეს მაჩვენებელი 82 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

 

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები