ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ზიმბაბვესა და ზამბიაში გაემგზავრა, სადაც 24-29 აგივსტოს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რიგით მე-20 სესია გაიმართება.
გიორგი სიგუა შეხვედრას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ტალებ რიფაისთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან გამართავს. ასევე, მონაწილეობას მიიღებს ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ მინისტრთა მრგვალ მაგიდასა და ზოგად დებატებში.
ასამბლეა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და წარმოადგენს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზციის წევრი სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პირები ესწრებიან. წელს ღონისძიებას 550 მონაწილე ეყოლება 108 ქვეყნიდან. მათ შორის 37 ტურიზმის სფეროზე პასუხისმგებელი მინისტრი.
ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის სამოქმედო გეგმასა და განხორციელებულ აქტივობებს განიხილავენ, ჩატარდება გენერალური მდივნის არჩევნები. საქართველოს კანდიდატურა ევროპის რეგიონალური კომისიის ვიცე თავმჯდომარედ 2014-2015 წლებისთვის მეორე ვადითაა წარდგენილი.
23.08.13