ლევან იზორიასაქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციის შესახებ იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ახალი წვრთნების პროგრამას და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას.

“გენერალ ჰოჯესთან მიმოვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები დაკავშირებული თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან და ჩვენი შესაძლებლობების გაზრდასთან. ასევე ვისაუბრეთ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას. სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო. აშშ-სთან ერთად ახლო მომავალში დავიწყებთ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას წვრთნების პროგრამებისთვის, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. ამისთვის უკვე კონკრეტული ამოცანებიც დავსახეთ მომავალ წელს თუ როგორ იქნებიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩართული მზადყოფნის პროგრამაში“ – აღნიშნა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები