1473325616„სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, ძალიან მალე საქართველოს ისტორიაში დაიწერება თავისუფლებისა და დემოკრატიის ახალი თავი“, – ამის შესახებ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ელიოტ ენჯელმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

თავის გამოსვლაში  კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ  რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია:  „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ისევე როგორც ეს უნდა მოხდეს უკრაინაშიც. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის უკანონო, და რომ უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, – ნათქვამია ელიოტ ენჯელის განცხადებაში.

კონგრესმენის თქმით, 2008 წელს საქართველოს ნატოში არმიღება იყო გაუმართლებელი შეცდომა, რაც შემდგომში რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრისთვის გამოიყენა.

როგორც ელიოტ ენჯელი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას განიხილავს როგორც შუქურას გამოწვევებით აღსავსე რეგიონში. „ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კარი უნდა იყოს ღია, და რომ საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კარი უნდა დარჩეს ღია”, – ნათქვამია განცხადებაში.

დასკვნით სიტყვაში დემოკრატმა კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რეზოლუცია ორპარტიულია, რადგან, მისი თქმით, რუსეთის აგრესიასა და ძალადობას ყველა ერთსულოვნად ეწინააღმდეგება. ენჯელის განცხადებით, ყველა თანხმდება,  რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უნდა იყოს ოკუპირებული და რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს.

 

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*