აშშ-ს კონგრესიამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კონგრესში გამართული კენჭისყრისას დოკუმენტს 410-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 6 იყო.

რეზოლუცია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის მიერ არის ინიცირებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმენები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც საქართველოს  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ამერიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებემ მოსკოვს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ.

ამასთან, დოუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. რეზოლუციაში გამოთქმულია აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საჭიროება ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.

კონგრესმენები ადასტურებენ, რომ “თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესში შედის, რადგან ეს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს”.

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*