kvirikaთბილისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის პარალელურად, ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განცხადა.

„თბილისში, ულამაზეს ადგილას  საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, ეს ინსტიტუტი გახდება ბაზა ძალიან მნიშვენლოვანი სამეცნიერო კვლევების, ამ ბაზაზე ახალგაზრდები მიიღებენ მნიშვენლოვან განათლებას, ეს დაწესებულება გახდება საქართველოში სრულიად ახალი, ადრონული თერაპიის კერა, რომელიც სიმსივნის მკურნალობის მიმართულებით იმუშავებს. ეს იქნება მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ასეთი კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი იტალიის, შვეიცარიის, იაპონიის და ავსტრიის შემდეგ. ამ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად, პარალელურად, ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება. ყველაფერს ამას აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის 500 მილიონი ევროს დაფინანსება საწყისი ბიუჯეტის მიხედვით, მაგრამ ეს არ არის სრული ბიუჯეტი და სავარაუდოდ ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს, ეს კვლევითი ინსტიტუტი გახდება ახალი სიტყვა საქართველოში, როგორც მეცნიერების განვითარების კუთხით, ასევე საგანმანამთლებლო კერა, რომლითაც  როგორც საქართველოს მოქალაქეეები, ასევე რეგიონის მცხორებლები ისარგებლებენ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*