sursati_33d3eსოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო  სასწავლო წლისგანახლებასთან დაკავშირებით სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახელმწიფო კონტროლსახორციელებს. სასწავლო პროცესის დაწყებამდე სააგენტოს უფლებამოსილი პირებიგადაამოწმებენ,  რამდენად დაცულია სურსათის უვნებლობის სტანდარტები  სასწავლოდაწესებულებების კვების ბლოკებში და   ბიზნესოპერატორებმა   როგორ შეასრულეს   მიცემულირეკომენდაციები. საჯარო და კერძო  სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების  კვებისბლოკების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით  მიმდინარეობს. მოწმდებასანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა დაეტიკეტირება.

„სააგენტოს მიერ ბოლო წლებში  განხორციელებული აქტიური კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ჩვენი სპეციალისტების მიერ გაცემულირეკომენდაციების გათვალისწინებით გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.  აღსანიშნავია,  რომმიმდინარე წელს  შემოწმებებისას  კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სასწავლოდაწესებულებების კვების ბლოკებში უვნებლობის სტანდარტების დაცვა   სააგენტოს ერთ-ერთიპრიორიტეტია. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლი ამ მიმართულებით გაგრძელდება” -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ.

2016 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 – საბავშვო ბაღში და 507 – სკოლაში.  დარღვევებისგამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაცშეუსაბამობების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები