თურქეთითურქეთში 11 ათასზე მეტ მასწავლებელს უფლებამოსილება შეუჩერეს. მათ ხელისუფლება “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” კავშირში ადანაშაულებს. აღნიშნულ პარტიას ანკარა ტერორისტულად მიიჩნევს. მისი საქმიანობა თურქეთში აკრძალულია.

თურქეთის განათლების სამინისტროს ცნობით, გამოძიების დასრულებამდე 11285 მასწავლებელი იძულებით ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.

ამასთან, სააგენტო Anadolu წერს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული მასწავლებლების რაოდენობამ შესაძლოა, 14 ათასს მიაღწიოს.

თურქეთში სულ 850 ათასამდე მასწავლებელია.

(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები