levan-davitashvili-001საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ დანელია ლევან დავითაშვილმა შეცვალა.

ლევან დავითაშვილი მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარადგინა.

ლევან დავითაშვილი დღემდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

ოთარ დანელიამ მინისტრის თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. ოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

მინისტრის თანამდებობაზე დანელია 2014 წლიდან მუშაობდა.

(Visited 94 times, 1 visits today)

კომენტარები