17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

კვირიკაარავის მივცემ უფლებას, რომ საარჩევნო კამპანიაში ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა ევროინტეგრაციის კომისის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, შეიცვლა ამომრჩევლის დამოკიდებულება პოლიტიკისა და არჩევნებისადამი.

“შეიცვალა, ასევე, ამომრჩევლების დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და არჩევნებისადმი. მინდა, მივმართო ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ძალადობა და მეთოდები, რომლებიც დაამკვიდრა წარსულში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენ სულ სხვაგვარი ხელწერა გვაქვს. დღეს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები სულ სხვა თვისებებს აფასებენ დადებითად. ამიტომ ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს წინასაარჩევნო პროცესში, უარყოფითად იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების იმიჯზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავოთ ყველანაირი კონფრონტაციისგან. მინდა, დავავალო შსს მინისტრს, გააკეთოს ყველაფერი, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები