ilia-eloshviliსაქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე კახი კალაძე ილია ელოშვილმა შეცვალა.

ილია ელოშვილი ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

კახი კალაძემ თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. დღეს კალაძე  სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა.

კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრად 2013 წლიდან მუშაობდა. ის მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც ითავსებდა.

(Visited 163 times, 1 visits today)

კომენტარები