2 წთ წინ
კახა კალაძე: “ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო”
12 საათის წინ
ამირან გამყრელიძე: “არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება”
12 საათის წინ
“საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა”
19 საათის წინ
“ხარვეზი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება” – მერიის პასუხი საბავშვო ბაღებში საკვებთან დაკავშირებით
21 საათის წინ
სააპელაციო სასამართლომ ”ბასიანთან” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

რთველი12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 16,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 6,3 ათასი ტონა რქაწითელი, 7,9 ათასი ტონა საფერავი, 827 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 13,4 მლნ ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი რაოდენიბის ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – 4,9 ათასი ტონა. კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 3,5 ათასი ტონა, ყვარელი – 3,4 ათასი ტონა, თელავი – 3,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,1 ათასი ტონა, ახმეტა – 94 ტონა, ლაგოდეხი – 88 ტონა და საგარეჯო – 55 ტონა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 40 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 103 ღვინის კომპანია.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: კახეთის  რეგიონში რქაწითელსა და  კახური მწვანეზე: 1 კგ. – 0,45 ლარი;  საფერავზე: 1 კგ – 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე 1 კგ. – 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები