17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

unnamedFAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეული ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე.

ხუთი ძირითადი საკვები პროდუქტის ჯგუფზე FAO-ს საერთაშორისო საბაზრო ფასებმა ივლისის ვარდნის შემდეგ შეცვალეს მიმართულება და აგვისტოში ზრდის მაღალი დონე აჩვენეს. ბოლო 15 თვის მანძილზე FAO-ს სურსათის ფასის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

FAO- სურსათის ფასების ინდექსმა აგვისტოში 165.6 ქულა შეადგინა, რაც ივლისის მაჩვენებელზე 1.9 პროცენტით მეტია და გასული წლის დონეს თითქმის 7 პროცენტით აღემატება. ეს ზრდა ძირითადად ყველისა და პალმის ზეთის ფასებმა განაპირობა, ხოლო ხორბლის, სიმინდისა და ბრინჯის ფასები დაეცა.

FAO- ს რძის ფასი ინდექსი თვის განმავლობაში 8.6 პროცენტით გაიზარდა; ეს ადასტურებს ბაზარზე განწყობის შესამჩნევ ცვლილებას, რაც უკავშირდება ევროკავშირში რძის წარმოების შემცირებასა და საექსპორტო მიწოდების პერსპექტივების გამკაცრებას ოკეანიაში.

FAO- ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა თვის განმავლობაში 7.4 პროცენტით აიწია, რასაც ბიძგი მისცა მომატებულმა პალმის ზეთის ფასებმა; ეს უკანასკნელი გამოიწვია მალაიზიის მიერ მოსალოდნელზე დაბალმა მოსავალმა და ჩინეთის, ინდოეთისა და ევროკავშირის მხრიდან იმპორტზე მოთხოვნის ზრდამ.

FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, რომელიც თითქმის ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზე იმყოფება, ივლისიდან 2.5 პროცენტით გაიზარდა და ახლა მისი გასული წლის დონეზე 75 პროცენტით მეტია. გამყარებულმა ვალუტამ ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში შაქრის ლერწმის უმსხვილესი მწარმოებელია, მწარმოებლებს სტიმული მისცა, შეეზღუდათ ექსპორტი და ადგილობრივ ბაზარზე მოეხდინათ პროდუქტის რეალიზაცია.

FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი დიდწილად სტაბილური იყო და ივლისიდან მხოლოდ 0.3 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ძროხის ხორცის ფასებმა იკლო. პირუტყვის საკვები მარცვლეულის სიუხვემ აშშ-ში საქონლის ხორცის მიწოდების უწინდელ დონეზე დაბრუნებას ხელი შეუწყო.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, რომელიც მარცვლეული კულტურების ტენდენციებსა და პერსპექტივებს ასახავს, ივლისიდან  3.0 პროცენტით შემცირდა და2015 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 7.4 პროცენტით ნაკლებია.

წინ არნახული მოსავალია

FAO-მ 2016 წლისთვის მსოფლიოში მარცვლეულის წარმოების პროგნოზი  მნიშვნელოვნად, 2 566 მლნ ტონამდე გაზარდა, რაც ივლისის პროგნოზებს 22 მილიონი ტონით აღემატება. FAO-ს მიერ გამოქვეყნებული მარცვლეულის მიწოდების და მოთხოვნის გამოცემის მიხედვით, ზრდა პირველ რიგში გამოწვეულია წელს მსოფლიოში ხორბლის რეკორდულად მაღალი მოსავლის მოლოდინით და ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მოსავლის ზრდით.

2016 წელს საკვები მარცვლეულის გლობალური მოსავალი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 1 329 მილიონ ტონას, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით მეტია; ეს შეფასება ეფუძნება რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით აშშ-ში სიმინდის მოსავლის მაღალ პროგნოზს.

ხორბლის მოსავლის პროგნოზი ასევე გაიზარდა 741 მილიონ ტონამდე, რაც ეფუძნება  პროგნოზების ზრდას ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ინდოეთსა და რუსეთის ფედერაციაში.

სავარაუდოდ, ბრინჯის წარმოებაც წელს ახალ რეკორდულ ნიშნულს – თითქმის 496 000 ტონას მიაღწევს, რაც განპირობებულია აზიის დიდ ნაწილში ამინდის ხელსაყრელი პირობებით, აგრეთვე იმით, რომ ამერიკელი ფერმერების უმეტესობა შედარებით მიმზიდველი ფასის გამო ამ კულტურის მოყვანაზე გადასვლას არჩევს.

FAO-ს არსებითად არ შეუცვლია მომავალი წლისთვის მსოფლიოში მარცვლეულის მოხმარების პროგნოზი, რომელიც სავარაუდოდ 1.6 პროცენტით გაიზრდება; მასში წამყვანი ადგილი უკავია სიმინდს და გარკვეულწილად დაბალი ხარისხის ხორბალს, რომელიც პირუტყვუის საკვებად გამოიყენება. FAO-ს მარცვლეულით ვაჭრობის პროგნოზმა 2016/17 წლებისთვის თითქმის 9 მილიონი ტონით მოიმატა ხორბლისა და საკვები მარცვლეულის უხვი საექსპორტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

 

 

 

(Visited 72 times, 1 visits today)

კომენტარები