1356010175_komunikaciis-biuroსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარის საფუძველზე შპს „პალიტრა TV“ „მაუწყებელეთა ქცევის კოდექსით“  განსაზღვრული თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის ფუნციონირების პროცედურული ნორმების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

2016 წლის 9 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მედიის განვითარების ფონდი” (MDF); კავშირი„საფარი”, „იდენტობა”, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI) და „საქართველოსდემოკრატიული ინიციატივა” (GDI) „პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების ორგანოს  მიმართეს საჩივრითდა მოითხოვეს ტელეკომპანიის ,,პალიტრა ნიუსის” ეთერში განთავსებული გადაცემა,,ფალავანდიშვილთან’’ მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ჟურნალისტური ეთიკის ნორმებისდარღვევის შესწავლა.

ტელეკომპანია ,,პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 25მარტის  გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, საკითხის განხილვაზე მოდავე მხარე მიწვეული არ ყოფილა. 2016 წლის 7 აპრილს არასამთავრობოორგანიზაციებმა უკვე სააპელაციო საჩივრით მიმართეს „პალიტრა ნიუსის“  სააპელაციო ორგანოს.

22 ივნისს ააიპ  „მედიის განვითარების ფონდმა“   საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელკომისიას საჩივრით  მიმართა და მოითხოვა კომისიისგან რეაგირება  „მაუწყებელთა ქცევის კოდესის” მე-10მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაზე, რომლის თანახმადაც „სააპელაციო ორგანო ვალდებულიაუზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვისაუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა, სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისიგადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს”.მართალია, „პალიტრა ნიუსმა“ საჩივრის განხილვის მიზნით ვადა ითხოვა, თუმცა ეს ტელეკომპანიამ 25 ივლისი წერილით მოითხოვა, როდესაც სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან ორ თვეზე მეტი იყო უკვე გასული.

1 სექტემბერს ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების სააპელაციო კომისიისგადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო კომისიამ მიიჩნია,რომ 2016 წლის 28 თებერვალს მაუწყებლის ეთერში გასულ თოქ-შოუში “ფალავანდიშვილთან – საგანი “მედა საზოგადოება” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტითგანსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი. ასევე მე-17 (1,2) და 33-ე მუხლები, რადგან გადაცემაში არ იყოწარმოდგენილი მონაწილეთა ფართო სპექტრი და ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ მოდავე მხარეების მონაწილეობით საკითხის არსებითი განხილვის შემდეგ, მიიჩნია, რომ შპს „პალიტრა TV“-მ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღცვრული პროცედურული ნორმები დაარღვია, კერძოდ, ტელეკომპანია ვალდებულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, უზრუნველყოს საჩივრების საჯარო და სამართლიანი  განხილვა და მათზე დროული და დასაბუთებული რეაგირება.

 

 

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*