bidzina-ivanishvili_copy_copyაშკარად პრორუსული კვალი დაედოთ დღეს „მრეწველებს“, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

”მრეწველები” ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, ეს განცხადებები  ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ. შემდეგომ ეტაპზე მათ პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს ”მრეწველებს”, შესაბამისად, ფავორიტებში ”რესპუბლიკელებისა” და ”დემოკრატების” გვერდით ვეღარ დავასახელებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”, ივანიშვილის თქმით, ეს პარტია სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს.

”ერთი გამოჩენა რაც ვნახე,  რამდენიმე დღის წინ, სადღაც მაჟორიტარი აირჩიეს და ერთი განცხადება, რაც ჰქონდათ ის იყო, რომ ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. შესაბამისად, მათზეც ბევრს ვერ ვილაპარაკებ დღეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები