janelidzeსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 13-14 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სტრასბურგს, სადაც ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს.

მინისტრი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტსა და სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. მათ შორის გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელთან მარია გაბრიელთან.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანს.

შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები