20140707190718usufashashviliსახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ პირველ რიგში მას დე-ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ხოლო ”ქართულმა ოცნებამ”, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

უსუფაშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებას გამოეხმაურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილს „თითი თითზე არ დაუდია“.

”ამ ხნის განმავლობაში, კომისიაში შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელშიც არის 101 ძალიან კონკრეტული წინადადება კომისიაში შემოტანილი ძალიან კონკრეტული ავტორების მიერ. მე გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პირს, შეხვიდეთ პარლამენტის ვებ-გვერდზე, ნახოთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დოკუმენტები და თქვენი თვალით ნახოთ და დარწმუნდეთ, ვინ არის ავტორი ამ დოკუმენტის. ამ დოკუმენტის ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის და ”რესპუბლიკელების” მიერ. ეს არის ფაქტი. ამ დოკუმენტში იპოვით ორჯერ ან სამჯერ პარტია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლის ნაღვაწს. ქალბატონი მანანა კობახიძეც, რომელიც აქტიურობდა სამუშაო ჯგუფში, სამწუხაროდ, თავადაც ვერ ახერხებდა ქვორუმის შეკრებას. დანარჩენი აქ არის არასამთავრობოების, ექსპერტების და ”რესპუბლიკელების” წინადადებები. ეს არის თითი თითზე არ დადებული?

მეორე ფაქტი, იმავე ვებ-გვერდზე შეხვალთ და ნახავთ სამუშაო ჯგუფების სხდომებზე დასწრების სიას. ვნახოთ, ვინ დადიოდა სხდომებზე და ვინ არ დადიოდა.

სახელმწიიფო საკონსიტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ, პირველ რიგში, მას დე-ფაქტოდ ბოიკოტი გამოუცხადა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელსაც არაფერი აღელვებდა ამ ქვეყანაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საკუთარი თავისა და ”ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ეს ქვეყანა სამართავად და სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გადადო გვერდზე”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

იმის დასამტკიცებლად, რომ „წელიწადნახევარი არ იჯდა და მუშაობდა“, უსუფაშვილმა ერთი კონკრეტული დოკუმენტიც წარმოადგინა.

მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია კოალიცია ”ქართულ ოცნების” პოლიტსაბჭოსთვის შეთავაზებულ სასწრაფოდ განსახილველ საკითხებზე, რასაც „რეაგირება არ ჰქონია“.

”ამაზე მეუბნებიან, რომ თითი თითზე არ დაგიკარებიაო და საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე? – სირცხვილია ბატონო ბიძინა, ამის მთქმელს სხვას არაფერს დაგიჯერებს ქართველი ხალხი. მე არ მინდა ქართველი ხალხი დარჩეს უავტორიტეტო ლიდერების ანაბარა, ისედაც ძალიან დიდია ვაკუუმი პოლიტიკურ სივრცეში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

(Visited 12 times, 1 visits today)

კომენტარები