emc2014 წლის ივნისიდან 2016 ივნისის ჩათვლით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით ჯამში 137 760 ლარი მიიღო, ხოლო სააგენტოს 21 თანამშრომელზე 1 131 180 ლარი გაიცა. ინფორმაციას ამის შესახებ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC) აქვეყნებს და სააგენტოს მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის პოლიტიკის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს.

„სახელფასო დანამატის მინიჭება უნდა მოხდეს შესაბამისი საფუძვლების არსებობის პერიოდში. სააგენტოს შემთხვევაში კი, თანამშრომლები სახელფასო დანამატს  ყოველთვიურად იღებენ. მისი მიზნობრიობისა და გაცემის აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, რაც ეჭვს აჩენს სააგენტოში, თანამშრომლების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე  დანამატების გაცემის აუცილებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ“ და  საქართველოს მთავრობამ, როგორც სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ გადახედონ, სააგენტოს მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის პოლიტიკას.“-წერს EMC.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტოს დაარსების დღიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოს თანამშრომლების მივლინებებზე ჯამში 113 779.8 ლარი დაიხარჯა, ხოლო სააგენეტოს თავმჯდომარესა და მის თანამშრომლებზე ხელფასის გარდა, დანამატის სახით 302 030 ლარი გაიცა.

EMC -ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ  „სააგენტოს ამ დრომდე მნიშვნელოვანი, როლი რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მწვავე გამოწვევების გადაჭრაში არ შეუსრულებია.“ ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების წესის ამოქმედებაც კი, რაც მათ ძირითად მიღწევად ითვლება,  „რელიგიური გაერთიანებების კონტროლის და მათი იერარქიზების მცდელობად განიხილება.“

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები