საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “თბილისი თაიმსი” მკითხველს პერიოდულად სთავაზობს გამოკითხვებს სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობას ქვეყანაში არსებული თემების განხილვაში და სხვადასხვა საკითხზე საერთო აზრს აცნობს საზოგადოებას.

The Tbilisi Times კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს ქართული საზოგადოება ყველაზე წარმატებულ მინისტრად, საინტერესო შედეგები მივიღეთ – გვინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი facebook გვერძე რამდეჯერმე დაფინანსდა, რაც გულისხმობდა facebook სხვადასხვა მომხმარებლებთან პერიოდულად გაზიარებულიყო აღნიშნული გამოკიტხვა და შემთხვევითი შერჩევის პროცესით მიეღოთ გამოკითხვაში მონაწილეობა. როგორც ხედავთ საკმაოდ საგულისხმო რაოდენობამ მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა და შედეგებიც, მეტ-ნაკლებად ობიექტურია. რა თქმა უნდა კვლევა არ არის სოციალური გამოკითხვის სიზუსტითა და ცდომილებებით ჩატარებული, თუმცა მოქალაქეთა ინტერნეტ, facebook მომხმარებლების მოსაზრებებს ობიექტურად გამოხატავს.

გამოკითხვა „თბილისი თაიმსის“ ვებ-გვერძე (18.07.16 – 10.09.16) მიმდინარეობდა და 1534-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ჩვენს კითხვარში, წამოდგენილი იყო გამოკითხვის დაწყების მომენტისთვის ქვეყანაში არსებული სამინისტოების ხელმძღვანელი პირი.

შედეგები კი ასე გადანაწილდა:

gamokiTxva

  • დავით სერგეენკო (37%, 577 ხმა)
  • ოთარ დანელია (17%, 258 ხმა)
  • კახი კახიშვილი (8%, 116 ხმა)
  • დიმიტრი ქუმსიშვილი (5%, 84 ხმა)
  • კახი კალაძე (5%, 75 ხმა)
  • თინათინ ხიდაშელი (3%, 50 ხმა)
  • ალექსანდრე ჯეჯელავა (3%, 50 ხმა)
  • თეა წულუკიანი (2%, 25 ხმა)
  • ნოდარ ხადური (1%, 23 ხმა)
  • ნოდარ ჯავახიშვილი (1%, 19 ხმა)
  • გიორგი მღებრიშვილი (1%, 15 ხმა)
  • დავით ბაქრაძე (1%, 15 ხმა)
  • სოზარ სუბარი (1%, 12 ხმა)
  • გიგლა აგულაშვილი (1%, 11 ხმა)
  • ტარიელ ხეჩიკაშვილი (1%, 9 ხმა)
  • მიხეილ გიორგაძე (0,03%, 6 ხმა)
  • გელა დუმბაძე (0,03%, 5 ხმა)
  • მიხეილ ჯანელიძე (0,02%, 4 ხმა)
  • პაატა ზაქარეიშვილი (0,01%, 1 ხმა)
  • არც ერთი (12%, 180 ხმა)

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა ყველაზე წარმატებულ და მისაღებ მინისტრად დავით სერგეენკოს მიინჩნევს (37%, 577 ხმა). ის 2012 წლიდან დღემდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია.

გამოკითხვაში, ყველაზე ნაკლები ხმა (0,01%, 1 ხმა) პაატა ზაქარეიშვილმა – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მიიღო. მან მინისტრის პოსტი 2012 წლიდან დაიკავა და 2016 წლის 1 აგვისტომდე ხელმძღვანელობდა სამინისტროს.

(Visited 168 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*