ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მმართველი საბჭოც ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან აერთიანებს წევრებს.
საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებთან საგარეო საქმეთა მინისტრმამიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მანმადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისთვის და იმედი გამოთქვა,რომ აღნიშნული ჯგუფი დიდ წვლილს შეიტანს ევროპარლამენტსა და საქართველოს შორისურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაში.
ჯგუფის თანათავმჯდომარის ევროპარლამენტარ კლერ მუდის განცხადებით ჯგუფის საქმიანობისმთავარი მიზანი იქნება იმ კავშირების გამყარება, რაც უკვე არსებობს ევროკავშირს, ევროპარლამენტსა დასაქართველოს შორის.
„ჩვენ ვაერთიანებთ წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან დამჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან რათა ხელი შევუწყოთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვისმიცემული ყველა პირობის შესრულებას, ამაში კი ევროპარლამენტის გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში არსებული კავშირებიც დაგვეხმარება“- განაცხადა მუდმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოსწევრებმა მიმოიხილეს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულიაქტუალური საკითხები, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. მათყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვეს.