ჯანელიძე„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს არც  ევროპარლამენტში დაარც ევროკავშირის საბჭოში, ამ საკითხზე ყველა თანხმდება“- განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა დაევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ევროკომისარის თქმით საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამჟამადევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში მიმდინარეობს ინსტიტუციური განხილვები ე.წ. შეჩერებისმექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც ყველა იმ ქვეყანას შეეხება ვისაც ევროკავშირთან უვიზომიმოსვლის რეჟიმი აქვს, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ბმაშია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისსაკითხთან.

„ეს არის ის რაც პოლიტიკური თვალსაზრისით მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავად ევროკავშირში და პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგი მოგვარდეს ყველას ინტერესის, განსაკუთრებით კი საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით, რადგან საქართველო, მისი მოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას მათ ამისათვის შეასრულეს ყველა საჭირო მოთხოვნა და ეს დაფიქსირებული იქნა ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში“- განაცხადა ჰანმა.

ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესშისაქართველოს მირ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისპროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე და 2017-2019 წწ.ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომლის ირგვლივაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირისმხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების პროცესში ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტულიმიმართულებით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყნისმნიშვნელობასა და როლს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა ევროკომისარს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტოარჩევნების მოსამზადებელ პროცესსა და წინასაარჩევნო ვითარებაზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნასაქართველოს ხელისუფლების მზაობა უზრუნველყოს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისი არჩევნების ჩატარება.

 

 

(Visited 106 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*