შსსშსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს წარმოადგენს. გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით)”, – აღნიშნულია განცხდებაში.

ინტერნეტსივრცეში დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის სატელეფონო საუბარი გავრცელდა.

საუბრის დროს ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ეუბნება, რომ „გირჩის“ წევრები ღიად საუბრობენ „ქართულ ოცნებასთნ“ თანამშრომლობაზე, რაც მისთვის მიუღებელია.

„ივანიშვილთან ყოფნა, ვისაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ყავს და ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად „ახევას “ უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად ვინც თავს განიხილავს, იმ ადამიანებთან ერთად მე არა მაქვს გზა, ეს უკვე ჩემი არჩევანია“, -აცხადებს ნიკა გვარამია.

პაატა ბურჭულაძე ნიკა გვარამიას საქმის ვითარებაში გარკვევას პირდება და ამბობს, რომ „მსგავსი არაფერი არ ხდება“.

პაატა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას სატელეფონი საუბრის ჩანაწერი – https://www.youtube.com/watch?v=PmsaTQvJ8d8

(Visited 121 times, 1 visits today)

კომენტარები